საინფორმაციო ცენტრმა პროექტის “ უკეთ გავიცნოთ ნატო” ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ სემინარში მიიღო მონაწილეობა
ივლისი 15, 2022
15.07.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის პროექტის “ უკეთ გავიცნოთ ნატო” ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ სემინარში მიიღო მონაწილეობა.
პროექტის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდებისა და სხვადასხვა ჯგუფებისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, არსებული აქტუალური თემების მიმოხილვა და ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობა.
სემინარზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ნატოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან კოორდინირებული შეხვედრების გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი ახალგაზრდების სხვადასხვა პროექტში ჩართულობის შესაძლებლობებიც განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ვრცლად ისაუბრა ნატო-ს ფუნქციონირების, ძირითადი პრინციპებისა და თანამედროვე გეოპოლიტიკური მოცემულობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო მზარდ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების გამომწვევ მიზეზებს, რომლებიც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზეც ახდენენ არასასურველ ზეგავლენას.