საინფორმაციო ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელი“ ფინალისტები საინფორმაციო მასალებით დააჯილდოვა

ნოემბერი 25, 2021

25.11.21 – თბილისი

საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებასა და ისტორიის – როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას.

პროექტში 228 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.

პროექტის დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს ცენტრის საიმიჯო და თემატური მასალები გადასცა.