საინფორმაციო ცენტრმა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლა
ივნისი 21, 2021

21.06.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, პროექტის „აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში“ მონაწილეებს უმასპინძლა.
ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო ცენტრის დირექტორს თამარა წულეისკირს შეხვდნენ.
შეხვედრაზე თამარა წულეისკირმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ცენტრის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით ცენტრის ძალისხმევაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით ეთნიკური მოსახლეობით დასახლებული რეგიონებიდან ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
პროექტი „აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში“ საქართველოში ამერიკის საელჩოსა და თბილისის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდების ინფორმირება ნატოსა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ.