საინფორმაციო ცენტრს აჭარის რეგიონში უკრაინელი სტუდენტები ეწვივნენ
დეკემბერი 3, 2022
03.12.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს უკრაინელი სტუდენტები ეწვივნენ და რეგიონული ოფისის საქმიანობას გაეცნენ.
უკრაინის სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით არსებულ გამოწვევებს, დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენციებსა და მათთან გამკლავების გზებს, აგრეთვე, რეგიონში გავრცელებულ იმ მითებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და დასავლურ კურსზე უარის თქმას ისახავს.
უკრაინელმა ახალგაზრდებმა თავიანთი ქვეყნის მაგალითზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრეს და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და კამპანიებში ჩართულობის სურვილი გამოთქვეს.
უკრაინელი სტუდენტებისთვის გაცნობით ტურს მოდერაციას ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნატალია ლაზბა უწევდა, რომელმაც თავის მხრივ, საუნივერსიტეტო სივრცეში გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებისთვის საინტერესო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ, აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო ატრიბუტები და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.