საინფორმაციო ცენტრს იმერეთის რეგიონში, ქუთაისის N6 აფხაზეთის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
დეკემბერი 12, 2022
12.12.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ოფისს, ქუთაისის N6 აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომლებიც წლის მანძილზე ცენტრის მიერ იგეგმება. შეხვედრაზე, ასევე, მიმოიხილეს ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორია და გაფართოების ეტაპები. მცირე ექსკურსის შემდეგ ცენტრის სტაჟიორმა მარიამ რობაქიძემ მოსწავლეებს სამაგიდე თამაში ათამაშა, რომელიც დასავლური ორგანიზაციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხება.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები დაურიგდათ.