საინფორმაციო ცენტრს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სიგელი გადაეცა
მაისი 23, 2022
23.05.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი “2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ დაჯილდოვდა.
საინფორმაციო ცენტრი იმ 13 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებას შორის მოხვდა, რომელსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. სიგელი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2022 წლის ანგარიში წარდგენის ღონისძიებაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს თამარა წულეისკირს გადაეცა.