საინფორმაციო ცენტრში ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ნოემბერი 17, 2022

17.11.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის “ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის რეგიონულ განვითარებასა და მწვანე ინოვაციების მიმართულებით“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია, ევროინტეგრაციის გზაზე, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება შემდეგი მიმართულებებით: რეგიონული განვითარება, მწვანე ინოვაციები, სოციალური მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა.

პროექტი მხარდაჭერილია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ და მას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ „სტრატეგიული ანალიზი“-ს გუნდთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით.

შეხვედრაზე ასევე, წარმოდგენილ იქნა პროექტის „ცხინვალის რეგიონის გარშემო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თვითმმართველი თემების განვითარება და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის დახმარებით ტრენინგების სერია გაიმართა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში.

ტრენინგებს ადგილობრივი მეწარმე ქალები, თვითმმართველობებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონულ მედიასა და თვითმმართველობებში ახალგაზრდობის საკითხებზე დასაქმებული მოსახლოება ესწრებოდა.

პროექტს საქართველოში „ SlovakAid” – ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, სლოვაკური ორგანიზაცია „MESA10“ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებდა.