საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებზე

ივლისი 20, 2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას ამბროლაურის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ეწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში  Erasmus + ის  ეროვნული ოფისის  წარმომადგენლებმა, ნინო ურუშაძემ და თამარ ლორთქიფანიძემ, დეტალურად ისაუბრეს ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე, პროგრამაში ჩართვის გზებზე, არსებულ გამოცდილებასა და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რაც პროგრამის ფარგლებში იქნა მიღწეული. მომხსენებლებმა განათლების მიღების  მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდებისთვის ევროპული კულტურისა და ცხოვრების წესის გაცნობის შესაძლებლობაზე, რასაც მათ პროგრამა აძლევს.

შეხვედრის ბოლოს საქართველოში  Erasmus + ის  ეროვნული ოფისის  წარმომადგენლებმა უპასუხეს კითხვებს და მონაწილეებს საინფორმაციო მასალა და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ევროკავშირის შესახებ ვიქტორინაში გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო მონაწილეებს ასევე საინფორმაციო მასალა გადასცა.