საინფორმაციო ცენტრი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო

ივლისი 5, 2023

05.07.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე, მათში ახალგაზრდებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად საინფორმაციო ცენტრის მიერ 2018 წლიდან განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აგრეთვე, აღინიშნა პროექტების ფარგლებში, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესისა და ამ პროცესების შედეგად მიღებული ხელშესახები სარგებლის შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ინტენსიურად მიწოდების მნიშვნელობა.

მომხსენებელმა, ასევე, ნატო-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ეტაპებსა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.