საინფორმაციო ცენტრი ბათუმობის დღესასწაულს შეუერთდა

აპრილი 27, 2024

27.04.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებულ ბათუმობის დღესასწაულს შეუერთდა.

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მოწყობილ ღონისძიებაზე, საინფორმაციო ცენტრი სტენდითა და შემეცნებით-წამახალისებელი აქტივობებით იყო წარდგენილი, რომელსაც ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში, სტაჟირების პროგრამის მონაწილეები და მოხალისეები უძღვებოდნენ.

საინფორმაციო სტენდთან, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, როგორც შემეცნებით ვიქტორინაში ჩართულობის, აგრეთვე, ცენტრის საქმიანობისა და ღონისძიებების, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შექნის, გაფართოების, ფუნქციონირებისა და სიმბოლოების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

ცენტრის სტაჟიორებსა და მოხალისეებთან ერთად შემეცნებით ვიქტორინაში აქტიურად ერთვებოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდებიც, რომლებიც სტენდთან მოსულ სტუმრებსა და ტურისტებს თემატურ შეკითხვებს უსვამდნენ და სწორი პასუხის ავტორებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალებს გადასცემდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმობის დღესასწაული ბათუმში, ტრადიციულად, 27-28 აპრილს, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მიმდინარე წელს ღონისძიებები ბათუმის ბულვარში გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის, საზღვაო აკადემიის, გასტრონომიული და საბავშვო კუთხეების, მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენები, პერფორმანსები და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები. ორი დღის მანძილზე ქალაქის სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ბათუმის მერია სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილ მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობდა.