საინფორმაციო ცენტრი ბსუ-ს ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სეზონის ტურნირში ჩაერთო
აპრილი 6, 2024
06.04.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის ინტელექტკლუბთან თანამშრომლობით, ნატო-ს დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბსუ-ს ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სეზონის მორიგ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიოში, ირმა გაბინაშვილმა ნატო-ს დაარსების, ფუნქციონირების, საქმიანობის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე.
ინტელექტთამაშებში მონაწილეობას ღებულობდა 42 გუნდი და 250 მოაზროვნე, მათგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკაზე გამართულ ვიქტორინაში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისგან სასაჩუქრე ნაკრებები და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
ინტელექტუალურ თამაშს უძღვებოდა „რა,სად, როდის?“ თამაშების ორგანიზატორი, ბსუ-ს პროფესორი გიორგი მასალკინი, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და ერთობლივი საქმიანობის ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო სისტემატურად ერთვება ინტელექტკლუბის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც რეგიონის სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის აქტიური ჩართულობით ეწყობა.