საინფორმაციო ცენტრი ბსუ-ს ინტელექტუალური თამაშების შემაჯამებელ შეხვედრას შეუერთდა
დეკემბერი 16, 2023
16.12.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბსუ-ს ინტელექტუალური თამაშების წლის ერთ-ერთ შემაჯამებელ შეხვედრას შეუერთდა და დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიოში ირმა გაბინაშვილმა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ევროინტეგრაციის თემატიკაზე გამართულ ვიქტორინაში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.
ინტელექტუალურ თამაშს უძღვებოდა „რა,სად, როდის?“ თამაშების ორგანიზატორი, ბსუ-ს პროფესორი გიორგი მასალკინი, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე და ერთობლივი საქმიანობის მიზნობრიობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.