საინფორმაციო ცენტრი დასაქმების ფორუმს შეუერთდა

ივნისი 20, 2024

20.06.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბსუ-ს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს შეუერთდა.

მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმოდგენილი იყო სტენდითა და შემეცნებითი აქტივობებით, რომელსაც ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, სტაჟირების პროგრამის მონაწილე ანეტი ბერიძე და მოხალისეები უძღვებოდნენ.

საინფორმაციო სტენდთან, ყველა დაინტერესებულ პირს ცენტრის საქმიანობისა და ღონისძიებების, ასევე გამოცხადებული სტაჟირების პროგრამისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა თუ შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე დეტალების შესახებ ამომწურავი პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობდა აჭარაში ოპერირებადი 75 კომპანია 2000-ზე მეტი ვაკანსიით. ფორუმის მონაწილეებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.