საინფორმაციო ცენტრი ესეების კონკურსში ჩაერთო

მაისი 24, 2023

24.05.23 – გარდაბანი

ესეების კონკურსი თემაზე „ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანი“ საქართველოში მიმდინარე ”ევროპის დღეები 2023“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა.

ესეების კონკურსში 30-მე მოსწავლე მონაწილებდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა და ევროპული განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს“. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.