საინფორმაციო ცენტრი „ევროპარლამენტის მოდელირება 2024“-ში ჩაერთო
ოქტომბერი 11, 2024
11.10.24 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ „ევროპარლამენტის მოდელირება 2024“-ში ჩაერთო.
ღონისძიების გახსნით ნაწილში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ დელეგატებს ევროკავშირისა და მისი სტრუქტურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ევროპარლამენტის მოდელირება სიმულაციური ხასიათის პროექტია, რომელშიც ქუთაისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, გადაწყვეტილების მიღების პროცესის, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტის მსვლელობისას დელეგატები შესაბამის კომიტეტებში გადანაწილდნენ და აქტუალური თემები განიხილეს.
პროექტის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენელმა თემატური საინფორმაციო და საიმიჯო მასალები საჩუქრად გადასცა.