საინფორმაციო ცენტრი ინტელექტუალურ თამაშებსა და სკოლებისთვის გამართულ შეხვედრაში ჩაერთო

აპრილი 13, 2024

13.04.24 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, აჭარის რეგიონის ახალგაზრდებისთვის მიმდინარე ინტელექტუალურ თამაშებს შეუერთდა და ქობულეთის სკოლებისთვის გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე, რეგიონის ახალგაზრდულ სამსახურებთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე და ერთობლივი საქმიანობის ეფექტიანობაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილი შესაძლებლობების გამოყენების ეფექტიანობას, სამომავლო პერსპექტივებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტებისა თუ აქტივობების დაგეგმვის პროცესში ცენტრის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ინტელექტუალური თამაშები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაიმართება და რეგიონის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად მასში აქტიურად ჩაერთვებიან საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები აჭარის რეგიონში, რომლებიც თავიანთი აქტიური ჩართულობით, რეგიონის თანატოლ ახალგაზრდებთან საინფორმაციო ცენტრის საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებას შეუწყობენ ხელს.