საინფორმაციო ცენტრი ინტელექტუალური თამაშების შემაჯამებელ შეხვედრას შეუერთდა
დეკემბერი 18, 2023
18.12.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ინტელექტუალური თამაშების შემაჯამებელ შეხვედრას შეუერთდა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ევროინტეგრაციის თემატიკაზე გამართულ ვიქტორინაში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.
ინტელექტუალურ თამაშს დაესწრო ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი დიანა ხაჯიშილი, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე და ერთობლივი საქმიანობის მიზნობრიობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.