საინფორმაციო ცენტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო
მაისი 16, 2023

16.05.23 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩამურის საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ-შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო.
ღონისძიებაზე აჭარის მწერალთა კავშირისა და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებმა მსმენელებთან ერთად განიხილეს საკუთარი შემოქმედების საინტერესო დეტალები და ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების შექმნის მოტივაცია.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ქვეყნის პროგრესული მომავლის შენების პროცესში წიგნიერებისა და არსებული რეალობისადმი შემოქმედებითი მიდგომების, მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, ევროინტეგრაციის პერსპექტივების, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებით ქვეყნისთვის გახსნილი ახალ შესაძლებლობებისა და იმ სარგებლის შესახებ საიუბრა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით, შერჩევის კრიტერიუმებსა და წარმატებისკენ გასავლელ ეტაპებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.