საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში დასაქმების ფორუმს შეუერთდა
აპრილი 3, 2024

03.04.24 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ქუთაისში გამართულ დასაქმების ფორუმს შეუერთდა.
დასაქმების ფორუმზე, მონაწილის სტატუსით იყო მიწვეული საინფორმაციო ცენტრი წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში, სადაც ცენტრის წარმომადგენელმა ფართო საზოგადოებას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ფორუმის ფარგლებში, მოწყობილი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები იყვნენ წარმოდგენილი. ამავე სივრცეში იყო წარმოდგენილი საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი სტენდით.