საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში გამართულ საახალწლო ფესტივალში ჩაერთო
დეკემბერი 26, 2023
26.12.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „საახალწლო ფესტივალი“ მოეწყო.
ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტის ღია სივრცეში, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საახალწლო ქოხები იყო განთავსებული.
საინფორმაციო ცენტრის მიერ წარმოდგენილ საახალწლო ქოხთან მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, გაცნობოდნენ საინფორმაციო მასალებსა და მიეღოთ მონაწილეობა თემატურ ვიქტორინაში.
ფესტივალზე საინფორმაციო ცენტრის მიერ სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საახალწლო საჩუქრები დარიგდა.