საინფორმაციო ცენტრი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

ივნისი 12, 2023

12.06.23 – თბილისი

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

ღონისძიება 12 ივნისს, სასტუმროში “Holiday Inn Tbilisi” გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრმა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობით, წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა განახორციელა.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობასა და ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები. ასევე, USAID-ის, PH international-ის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რაიონული რესურსცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტები.