საინფორმაციო ცენტრი მარნეულში გამართულ კამპანიაში „მოძრავი საელჩო“ ჩაერთო
მაისი 15, 2023

15.05.23 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, მარნეულში გამართულ კამპანიაში „მოძრავი საელჩო“ ჩაერთო.
ღონისძიება საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების (დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის) ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით გაიმართა.
კამპანიის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემულ და სხვა თემატურ ლიტერატურასა და საიმიჯო მასალებს.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.