საინფორმაციო ცენტრი ოზურგეთში „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო
მაისი 16, 2023
16.05.23 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ქალაქ ოზურგეთში „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო.
„ევროპის დღე“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით აღინიშნა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები თეატრალური მოედნის მიმდებარე პარკში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ღია სივრცეში მოეწყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კუთხე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებსა და საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემულ თემატურ ლიტერატურასა და საიმიჯო მასალებს.
ღონისძიების მსვლელობისას, მინი-ვიქტორინა გაიმართა ევროპული ინტეგრაციის თემატიკაზე და გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 6-21 მაისამდე თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობითა და საგანმანათლებო-შემეცნებითი ღონისძიებით ახორციელებს.