საინფორმაციო ცენტრი ოზურგეთში გამართულ კამპანიაში „მოძრავი საელჩო“ ჩაერთო

ივლისი 18, 2023

18.07.23 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ოზურგეთში გამართულ კამპანიაში „მოძრავი საელჩო“ ჩაერთო.

ღონისძიება საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების (დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის) ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემულ, აგრეთვე სხვა თემატურ ლიტერატურასა და საიმიჯო მასალებს და მიეღოთ ინფორმაცია ნატო-ს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.