საინფორმაციო ცენტრი შეხვედრაში „ერთად შევაჩეროთ ჩაგვრა (ბულინგი) სკოლებში“ ჩაერთო

ნოემბერი 10, 2023

10.11.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაში – „ერთად შევაჩეროთ ჩაგვრა (ბულინგი) სკოლებში“ ჩაერთო.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ნათია სახოკია.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში სკოლაში ბულინგთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო სკოლაში ბულინგის გამოწვევებს.

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.