საინფორმაციო ცენტრი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პროფესიულ ფორუმში ჩაერთო
ივნისი 24, 2024
24.06.24 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პროფესიულ ფორუმში ჩაერთო.
ფორუმი პროფესიული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
დღის მანძილზე, ფორუმის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სტენდით იყო წარდგენილი, სადაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ევროკავშირისა და ნატოს საკითხებზე.
ასევე, გაიმართა ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს სასურველი საჩუქრის მიღება შეეძლოთ. ვიქტორინას მოდერაციას ცენტრის სტაჟიორი ლუკა მესხი და მოხალისე თემურ ცნობილაძე უწევდნენ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დამთვალიერებლებს, ასევე, მითები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და თემატური ლიტერატურა დაურიგდათ.