საინფორმაციო ცენტრი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფორუმს შეუერთდა
ოქტომბერი 11, 2023
11.10.23 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ბათუმის სკოლა – ბიზნესის ფორუმს შეუერთდა, რომელშიც აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების ინოვაციური პროექტები იყო წარმოდგენლილი.
მოსწავლეებმა 13 სხვადასხვა პროექტი ადგილობრივ ბიზნესებს წარუდგენეს და მათი მხარდაჭერაც მოიპოვეს. ფორუმის მონაწილეებმა აუდიტორიას სხვადასხვა ფორმატის პრეზენტაციები გაუზიარეს და იმსჯელეს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიოში ირმა გაბინაშვილმა, ფორუმის მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, პრიორიტეტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო სექტორთან აქტიურ კომუნიკაციაზე და ხაზი გაესვა BEDEC-ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობას, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის უცვლელი პარტნიორია აჭარის რეგიონის მასშტაბით.
ფორუმს აჭარის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლა – ბიზნეს ფორუმების მიზანია ახალგაზრდების საჯარო და კერძო სექტორთან დაახლოება და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობის დამყარება.