საინფორმაციო ცენტრი ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში ჩაერთო

აპრილი 26, 2024

26.04.24 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, სტუდენტური დღეების ფარგლებში ორგანიზებულ, დასაქმების ფორუმში ჩაერთო.

ფორუმში რეგიონის სხვადასხვა პროფილის დამსაქმებლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფორუმზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სტენდით იყო წარმოდგენილი.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, სტუდენტებს ცენტრში სტაჟირების დეტალებზე მიაწოდა ინფორმაცია, ამასთან, გაიმართა თემატური ვიქტორინა, რომლის მონაწილეებს ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.