საინფორმაციო ცენტრი ზუგდიდში ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო

მაისი 22, 2023

22.05.23 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ზუგდიდში ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო და ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

საინფორმაციო ცენტრის სტენდთან მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობასა და ჩართულიყვნენ თემატურ ვიქტორინაში, რომლის გამარჯვებულებსაც ცენტრის მიერ მომზადებული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

ღონისძიებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიება სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო მსვლელობით დაიწყო. სკეიტ პარკში მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდების მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. წარმოდგენილი იყო საუნივერსიტეტო ხეივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, კვების ობიექტები და სპორტული აქტივობები.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.