საინფორმაციო ცენტრი ზუგდიდში „ევროპის დღის“ ღონისძიებას შეუერთდა

მაისი 9, 2023

09.05.2023 – ზუგდიდი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ზუგდიდში „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავამ, თემაზე: „საქართველოს გზა ევროპისკენ“ სალონური საუბარი გამართა.

ამასთან, საინფორმაციო ცენტრის სტენდთან მისულ სტუმრებს ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ და შესაძლებლობა ჰქონდათ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას გასცნობოდნენ.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, გაიმართა ვიქტორინა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.