საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ოფისს ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

აპრილი 29, 2024

29.04.24 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ოფისს ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობასა და განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ახალგაზრდების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებს, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ კი ახალგაზრდებს პროგრამა „ერასმუსში“ მონაწილეობისთვის გასათვალისწინებელ საკითხებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.