საინფორმაციო ცენტრის სამცხე ჯავახეთის ოფისს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ეწვია
აპრილი 17, 2024
17.04.24 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ეწვია.
ელჩი ახალქალაქში მცხოვრებ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.
რობინ დანიგანი მონაწილეებს საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებსა და ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, აშშ-ის ელჩმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.
თავის მხრივ, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.