საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისს ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი ახალგაზრდები ეწვივნენ
აპრილი 25, 2023
25.04.23 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის ოფისს ახალგაზრდული ცენტრის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები ეწვივნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. მონაწილეებმა, აგრეთვე, ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებზე.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა გადაეცათ.