საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში მედიაწიგნიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 19, 2023

19.11.23 – ახალქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შეახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში, ახალქალაქის ადგილობრივი ჯგუფის LAG-ის ორგანიზებით, მედიაწიგნიერების შესახებ მორიგი პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები მონაწილეობენ.

შეხვედრას მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა გაუწია და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ესაუბრა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა, მონაწილეებში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას და ახალგაზრდებთან ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა: დემოკრატია, რასიზმი, დისკრიმინაცია და სამოქალაქო ჩართულობის გზები.

პროექტს “მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში” ჩეხური ორგანიზაცია “People in Need” რადიო მარნეულთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.