საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში მედიაწიგნიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 18, 2023

18.11.23 – ახალქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შეახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში, ახალქალაქის ადგილობრივი ჯგუფის LAG-ის ორგანიზებით, მედიაწიგნიერების შესახებ მორიგი პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები მონაწილეობენ.

შეხვედრას მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა გაუწია და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ესაუბრა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა, მონაწილეებში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას და ახალგაზრდებთან ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა: ანტიდასავლური პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ინფორმაციის გადამოწმების ტექნიკები და დეზინფორმაციის სხვადასხვა სახეობები.

პროექტს “მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში” ჩეხური ორგანიზაცია “People in Need” რადიო მარნეულთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.