საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ქართველი და პოლონელი სტუდენტები ეწვივნენ

აპრილი 20, 2023

20.04.23 – შიდა ქართლი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა ქართველი და პოლონელი სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ციკო შაქარაშვილმა შეკრებილებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე, ისაუბრა შეხვედრების სპეციფიკაზე, რომელიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმართება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ცენტრის საქმიანობა დიდად მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობამ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის შესახებ.

პოლონელი სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ შეხვედრაში.

პროექტს ახორციელებს პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ცენტრი და მასში ჯამში, 20 ახალგაზრდაა ჩართული.