საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის პროექტების მართვის ინტენსიური ტრენინგები ჩატარდა

ნოემბერი 17, 2023

02-17.11.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის, პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით, პროექტების მართვის ინტენსიური ტრენინგების ციკლი გაიმართა.

ტრენინგს პროექტების მართვის აკადემიის „ფლომასტერი“ ტრენერი ივანე ნადირაძე უძღვებოდა.

კურსი ეყრდნობა მსოფლიოში აღიარებულ PMI მეთოდოლოგიას (pmi.org), რომელშიც გათვალისწინებულია პრაქტიკული ნაწილი და მორგებულია ადგილობრივ საჭიროებებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.