საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
თებერვალი 2, 2024

31-02.02.24 – ყაზბეგი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საკომუნიკაციო სამსახურთან (GCSI) პარტნიორობით, საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი ეყრდნობოდა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა მეთოდოლოგიის გაცნობას, რომელიც საშუალებას იძლევა შეგროვდეს და შეფასდეს მონაცემები, რაც საჭიროა სამომავლო კამპანიების დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ექსპერტებმა ასევე გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ტრენინგზე წარმოდგენილი იყო კონკრეტული, პრაქტიკული მაგალითები, თუ რა უნდა იყოს გათვალისწინებული საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვისას.
ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.