საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა
დეკემბერი 21, 2023
21-22.12.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის როგორც ცენტრალური აპარატის თანამშრომლებისა ისე რეგიონული წარმომადგენლებისთვის, პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.
ორდღიანი ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს ეძღვნებოდა.
ტრენინგს ფსიქოგანათლების ცენტრის “საიქო-სოლუშენის” დირექტორი მაია ხოსიტაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანია პროფესიონალები, რომლებიც ჩართულნი არიან ინფორმაციის/გამოცდილების სხვა ადამიანებისთვის გაზიარების პროცესში და იყენებენ ტრენინგების ფორმატს, აღიჭურვონ შესაბამისი უნარებით.
ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ სწავლების თანამედროვე მიდგომებს, სტანდარტებსა და მეთოდებს, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების მაღალი ხარისხით გაზიარებას.
ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.