საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მოსწავლეებისთვის სიმულაციური სწავლების ინტენსიური ტრენინგები ჩაატარეს

ნოემბერი 11, 2023

11.11.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა საინფორმაციო ცენტრის ბაზაზე სიმულაციური ცენტრი-დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სკოლისთვის სიმულაციური ტრენინგი ჩაატარეს.

სიმულაციის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სპეციალუად შემუშავებული ტექსტის საშუალებით გამოავლინეს დეზინფორმაცია, ყალბი

ინფორმაცია, ანტიდასავლური პროპაგანდის სხვადასხვა სქემა, წარმოადგინეს პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლო ფაზაში მოხდა სიმულაციის ეფექტიანობის შეფასება წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.

სიმულაციურ ვორქშოფებში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები.

სიმულაციური სწავლება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.