საინფორმაციო ცენტრმა მასშტაბურ ღონისძიებაში “ევროპის მემკვიდრეობის დღეები” მიიღო მონაწილეობა

მაისი 18, 2024

18.05.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის N3 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბურ ღონისძიებაში “ევროპის მემკვიდრეობის დღეები” მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე, სადაც ღონისძიებაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სტენდებთან თავიანთი აქტივობებით, 8 სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები განასახიერეს, თითოეულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ინფორმაციას ევროპული ქვეყნების ისტორიის, განვითარების და კულტურის შესახებ. დღის მანძილზე სხვადასხვა ტიპის აქტივობა მოეწყო, მათ შორის ევროპული კულტურის ანიმაციები, კოსტიუმირებული შოუ და კონცერტი. გამოვლინდნენ ღონისძიების საუკეთესო მონაწილე გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები, რომლებსაც ორგანიზატორების მიერ დაწესებულ პრიზებთან ერთად, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ცენტრის საიმიჯო ატრიბუტები და თემატური ლიტერატურა გადასცა.

ღონისძიებას, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, ესწრებოდნენ სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორიდან მოწვეული სტუმრები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, მონაწილე მოსწავლეების მშობლები და გულშემატკივრები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და იმ პედაგოგებმა, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრის პროექტში „დეზინფორმაციის სიმულაციური სწავლების სკოლა“ მიმდინარე წლის მარტის თვეში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და გამოთქვეს სურვილი, საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობა.