საინფორმაციო ცენტრმა საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელი“ ფინალისტები დააჯილდოვა
ივნისი 2, 2023
02.06.23 – თბილისი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის “დიდგორელი” დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ირინა შამილაძემ, საგანმანათლებლო პროექტის ბოლნისელი ფინალისტები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
პროექტ დიდგორელის“ გამარჯვებულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა სპეციალურ სიგელი და პრიზი გადასცა.
მოსწავლეებს ასევე სიტყით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროექტი “დიდგორელი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც 2019 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას, მათი ცოდნის გაღრმავებას და ისტორიის – როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას.
პროექტში ჩართული იყო ბოლნისის 18 სკოლის 208 მოსწავლე.