საინფორმაციო ცენტრს იმერეთის რეგიონში, ახალგაზრდები ეწვივნენ
სექტემბერი 14, 2023
14.09.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს იმერეთის რეგიონში, პროექტის „არაფორმალური განათლება ახალგაზრდულ მულტიმედიურ სასწავლო ცენტრში“ ფარგლებში ჩართული ახალგაზრდები სტუმრობდნენ.
პროექტს ახალდაბის სამოქალაქო აქტივიზმის გენდერის მედია ცენტრი ახორციელებს, სადაც 20-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სტარტეგიულ პარტნიორობასა და დაახლოების ეტაპებს.
ვიზიტის ფარგლებში, პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაათვალირეს და იმ სასწავლო პროგრამებს გაეცნენ, რომელსაც უნივერსიტეტის ახალაგაზრდებს სთავაზობს.
ვიზიტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.