საინფორმაციო ცენტრს კოპენჰაგენის საშუალო სკოლის სტუდენტები ესტუმრნენ

აპრილი 18, 2023

18.04.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოში ვიზიტით კოპენჰაგენის საშუალო სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქეთი კუპრაძემ ორგანიზაციის მიზნების, საქმიანობისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მოწვეულმა ექსპერტებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ და აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ნელი შიოლაშვილმა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.