საჯარო ლექცია ქუთაისის უნივერსიტეტში
ივნისი 8, 2023
08.06.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ზაფხულის სკოლის პროექტის “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციას თემაზე “ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები“, საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი, იოსებ ნანობაშვილი უძღვებოდა.
ლექციის დასასრულს ზაფხულის სკოლის დახურვის ცერემონია გაიმართა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ზაფხულის სკოლის მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.
ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის პროფესორებმა – ნიკოლოზ ჩიხლაძემ და პაატა კლდიაშვილმა, კურსის საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძე მიესალმა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ჟან მონეს მოდულის “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“, მიზნად ისახავდა ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში. გარდა ამისა, მოდულის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.