საჯარო მოხელეებისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

ივნისი 3, 2021

03.06.21 – თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით 120-მდე საჯარო მოხელისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ პროგრესზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიან იმპლემენტაციაზე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

შეხვედრა, საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობასა და ფართო საზოგადოებისთვის ევროინტეგრაციის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.