საჯარო მოხელეებისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
აპრილი 22, 2021
22.04.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საჯარო მოხელეებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შეთანხმების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა ქეთი კუპრაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მთელი საქართველოს მასშატაბით 80-მდე საჯარო მოხელეს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩიტაძემ, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, მის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებზე, შეთანხმების სტურუქტურასა და ზოგად პრინციპებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასა (DCFTA) და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.