საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ფოთში სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები გაიმართა

მაისი 26, 2023

26.05.23 – ფოთი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ფოთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები გაიმართა.

კოშკურას საგამოფენო სივრცეში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფოთის მერიის ორგანიზებით, გაიმართა ეროვნულ არქივში დაცული, ქ. ფოთის ევროპული ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და ფოთის მერმე, ბექა ვაჭარაძემ, საპატიო სიგელები გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტებში წარმატებულ მონაწილეებს ქ. ფოთიდან. ამასთან, თეიმურაზ ჯანჯალიამ და ბექა ვაჭარაძემ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.

მათ დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს სტუმრებს და ისაუბრეს ფოთზე, როგორც გამორჩეული სილამაზისა და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქზე.