საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა!
მაისი 26, 2024
26.05.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს შეუერთდა.
დედაქალაქსა და საქართველოს ორ ქალაქში: ბათუმსა და თელავში, საინფორმაციო ცენტრი წარმოდგენილი იყო სტენდით, რომელიც საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებას – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურებოდა.
სტენდის კონცეფცია – “რაც ჩავიფიქრეთ” – ხაზს უსვამს, რომ 2023 წლის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ჩვენი წინაპრების, სახელოვანი საზოგადო მოღვაწეების მიერ არჩეულ გზაზე წინგადადმულ ნაბიჯს და მათ მიერ დასახული მიზნებისა და სურვილების ასრულებისკენ სვლას.
საინფორაციო ცენტრის სტენდთან მოსულ სტუმრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, საშუალება ჰქონდათ გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები და სხვა.