საქართველოს საპატრიარქოს სამრევლო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 14, 2024

14.02.24 – ქალაქი ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, ევროკავშირის გაფართოების ისტორიის, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებისა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.